დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 670 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 670 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ  670 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ დევნილების მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით „სოფლად სახლის“ პროექტში არა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

„წინასაახალწლოდ კიდევ 670 დევნილ ოჯახს  სოფლად სახლს გადავცემთ. პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა წელს უკვე მეორედ გავზარდეთ და ამ სასიკეთო ცვლილებით აღნიშნული ოჯახები უკვე ისარგებლებენ. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს  დევნილთა სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად,  40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო  ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება.

შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.

 მნიშვნელოვანია რომ  „სოფლად სახლის“  შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით,  საექსპერტო დასკვნა აღარ  მომზადება, რაც  სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფლად სახლი 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს  გადაეცა და ეს პროცესი მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება.