დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ქარელში დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო

ქარელში დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო

ქარელში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედანი  მოეწყო. შესრულებული სამუშაოები  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ მოინახულეს.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში    მცირე მასშტაბის 24 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.