დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

მიქელაძეების დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცეს

მიქელაძეების დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სოხუმიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ არჩილ მიქელაძის ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

არჩილ მიქელაძის ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა 2019 წელს გადაეცა. 2019 წლამდე, არჩილ მიქელაძე მეუღლესა და 4 შვილთან ერთად, საერთო საცხოვრებლის შენობაში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, მძიმე პირობებში ცხოვრობდა.

14 წლის გიორგის, 11 წლის მათეს, 5 წლის გაბრიელსა და 3 წლის ერეკლეს ახლა უკვე საკუთარი სახლი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ, მათ მსგავსად, ყველა ბავშვი სათანადო პირობებში იზრდებოდეს, სწორედ ამიტომ, დევნილი ოჯახების განსახლება კვლავ რჩება სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად.

2013 წლიდან დღემდე, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა და 2022 წლიდან, ეს პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.