დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  რუსთავში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის  მუშაობა  აქტიურად მიმდინარეობს, რათა  უმოკლეს დროში მოხდეს   დევნილი  ოჯახების ბინით  დაკმაყოფილება. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოთ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს  რეგიონებშიც.  უახლოეს მომავალში, ქალაქ რუსთავში, მე-18  მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც   დევნილთა სააგენტოს   გადაეცა  2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 800 დევნილი ოჯახისთვის   განკუთვნილი თანამედროვე  სტანდარტების  საცხოვრებელი კომპლექსი   აშენდება  და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებული რემონტით მიიღებენ.

ქალაქ რუსთავში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს, განაცხადის გაკეთება 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.  განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

•          რუსთავი, კოსტავას ქ.N20;

•          გორი, სამების ქუჩა N1;

•          ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

•          ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

ამ ეტაპზე,  რუსთავში  ბინის  მოთხოვნით,  განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ.