დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა

სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ  53 დევნილსა და ეკომიგრანტს  ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცა.

მნიშვნელოვანია, რომ  სახელობო იარაღები,  მომსახურების სფეროსთვის ინვენტარი, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამკერვალო  თუ სხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავადვე შეარჩიეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების თვითდასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.  პრიორიტეტულია, რომ  განსახლების პარალელურად,  იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ.