დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით,  ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება.

ამჟამად, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობა  უკვე დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული ოჯახები თანამედროვე სტანდარტების ბინებს  შემოდგომით მიიღებენ.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.

მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში, ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.