დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტო 800-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 800-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე, გამოქვენდა. სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის განმავლობაში, თავად დევნილები შეარჩევენ.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, საცხოვრებელი სახლები პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემათ. პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 6000-მდე ოჯახი განსახლდება.