დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

40 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

40 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ბინები გადასცა.

ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

ბინების განაწილების ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური დაესწრო.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაცემული დაპირების შესაბამისად, ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე განსახლდა. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა.