დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი დევნილთა დასახლებებში იმყოფებოდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი დევნილთა დასახლებებში იმყოფებოდა

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი კარი ჰენრიკსენი თბილისსა და წეროვანში დევნილთა დასახლებებში იმყოფებოდა და იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გააცნო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, რათა თითოეული ოჯახის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. მომდევნო წლების განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.