დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში. ჯამში, ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ და დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.