დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი მხეიძემ  შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მომავლის გეგმები გააცნო.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო  და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

ირაკლი მხეიძის განცხადებით, სააგენტო ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.