დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

„დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე“- კვლევის პრეზენტაცია

კვლევის პრეზენტაცია

„დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე“- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა მობილობის პრობლემებს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გაძლიერება. გამოიკვეთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობაც.

კვლევის შედეგების მიხედვით დევნილი ქალების უმრავლესობა მხოლოდ შინ შრომისა და ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის გამო გადაადგილდება.

შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე ესწრებოდა.

„ჩვენ დევნილ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით და ყოველთვის მზად ვართ მოვაგვაროთ მათ წინაშე არსებული პრობლემები, ეხება ეს მედიკამენტებს, ტრანსპორტს თუ სხვადასხვა პირველადი მოხმარების საგნებს“,-ამის შესახებ ირაკლი მხეიძემ განაცხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ , გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი სანდრა შენკე და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.