დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი მხეიძე დაინიშნა. 2022 წლიდან, ირაკლი მხეიძე სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კი, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. სააგენტოს დირექტორი სამართალმცოდნეობის მაგისტრია და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა დევნილთა სააგენტოს დირექტორის პოსტის დაკავება. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით 2023 წელს გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგმება. მინდა ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენს დევნილებს მივულოცო ახალი წელი. მშვიდობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“.