სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე:
განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია, სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 13 000 დევნილი ოჯახიდან, 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000-მდე ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი საშუალებას მოგვცემს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი განვასახლოთ და ყველა ასეთი ობიექტი დავხუროთ.
2023-2025 წლებში, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი მშენებლობები:
• თბილისი – აშენდება 3000-ზე მეტი ბინა;
• ზუგდიდი – აშენდება1700 ბინა;
• რუსთავი – აშენდება 800 ბინა;
• ქუთაისი – აშენდება 720 ბინა;
• ბორჯომი – აშენდება 150 ბინა.