დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დასახლებაში არსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები გადაიჭრება.

ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იმ პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სააგენტო მათი დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.