დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ქუთაისის ბინების განაწილების კენჭისყრა

ქუთაისის ბინების განაწილების კენჭისყრა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 274 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამ ეტაპზე,  იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი შენობა იხურება.

დღეს,  ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები.  ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

274 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემა.