დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

135 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცა

135 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა  და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით  135 დევნილს გრანტი გადასცა.

ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდნენ.

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს.

საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, საგრანტო პროგრამაში  65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ.

2020 წელს, დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.