დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ოთინაშვილების დევნილი ოჯახი 2021 წელს ახალ სახლში შეხვდება

ოთინაშვილების დევნილი ოჯახი 2021 წელს ახალ სახლში შეხვდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოთინაშვილების ოჯახს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  სააგენტომ ოთინაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. 

„მინდა მივულოცო ოთინაშვილების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი და მათივე შერჩეულ სახლში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო. სოფლად სახლის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს,  მხოლოდ 2020 წელს საცხოვრებელი სახლი 1100-მდე დევნილი ოჯახისთვის შევიძინეთ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

განსახლების სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს,  ახალი საცხოვრებელი ჯამში,2200-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.