დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

გილოცავთ ახალ 2021 წელს!

გილოცავთ ახალ წელს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გილოცავთ ახალ 2021 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!

იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიმართულებით 2021 წელს დაგეგმილი სამუშაოები:

• თბილისი – ბინა გადაეცემა 260 დევნილ ოჯახს, დამატებით შესყიდულია 300-მდე ბინა.

• ზუგდიდი – ბინა გადაეცემა 600 დევნილ ოჯახს, დამატებით შესყიდულია 400-მდე ბინა.

• ქუთაისი – ბინა გადაეცემა 111 დევნილ ოჯახს, დამატებით მიმდინარეობს 240 ბინის მშენებლობა.

• წყალტუბო – ბინა გადაეცემა 420 დევნილ ოჯახს.

• გორი – ბინა გადაეცემა 68 დევნილ ოჯახს.

• მარნეული – დასრულდება სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა 31 დევნილი ოჯახისთვის, დამატებით ბინა გადაეცემა 11 დევნილ ოჯახს.

• სააგენტოს „სოფლად სახლს“ დამატებით 1200 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.

• დევნილთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება.

• უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება.