საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდნენ.
მხარეებმა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების მართვის გეგმა და მათი სამედიცინო საჭიროებები განიხილეს.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებსაც.
შეხვედრის მონაწილეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.