დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილთა სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მომავლში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ქვეყნის წინაში მათი დამსახურების გათვალისწინებით, დევნილთა სააგენტო ვეტერანი დევნილების განსახლების მიმართულებით სპეციალურ პროექტს უკვე ახორციელებს.

გარდა ამისა, სააგენტო ხელს შეუწყობს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებში დევნილი ვეტერანების ჩართვას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.