დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან

შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი  ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ შესახებ ისაუბრეს.

ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას ასახავს.

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის  დირექტორის მოადგილემ დანიილ ხოშაბომ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე ძალისხმევას არ იშურებს და მათი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ინფორმირებულები უნდა იყვნენ“, – განაცხადა დანიილ ხოშაბომ.

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს, კონსოლიდირებული ანგარიშისთვის განახლებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.