დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა

​დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს.

სააგენტოს დირექტორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზეც მოინახულეს, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.