დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

60 დევნილი ოჯახისთვის ქუთაისში ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

60 დევნილი ოჯახისთვის ქუთაისში ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 60 დევნილ ოჯახს გადასცემს.

დღეს,  ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები.  ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

60 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემა.