დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა

60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა

ნგრევად შენობებში მცხოვრები  კიდევ 60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები ​დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა,  იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.

ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.  ერთი წლის განმავლობაში,  იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი  უკვე დაიხურა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე  დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.