დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

იუნკერთა მემორიალი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომელთა  თავდადებული ბრძოლის შედეგია, რომ 100 წლის შემდეგ, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა.  იუნკერთა თავგანწირვა და სამშობლოსადმი სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის. ასეთი  დღეები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი სამშობლო, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გაერთიანდება და თითოეული დევნილი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,  საკუთარ სახლებში დაბრუნდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.