საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება შესაბამისი პროგრამები და პროექტები. ა
2020 წლიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განახორციელებს რეინტეგრაციის პროგრამის ადმინისტრირებას, რომლის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის დახმარების სერვისების შეთავაზება.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.
სარეინტეგრაციო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც: