თბილისში განსახლების მსურველი ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს ის ოჯახები დაექვემდებარებიან, რომლებსაც 4,5 ან მეტი ქულა მიენიჭათ.
მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.
დევნილ ოჯახებს, რომლებმაც თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადები შეავსეს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წინასწარი ქულები მიენიჭათ. აღნიშნული ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.