დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

კონკურსი – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის მიზნით, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის თაობაზე

კონკურსი დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე

2020 წლის  წლის 10 ნოემბერს  გამოცხადდა კონკურსი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის მიზნით, მენაშენეებისგან ქ. ზუგდიდში განთავსებული საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის თაობაზე.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და  წარმოადგინოს საკონკურსო წინადადება  საკონკურსო პირობების შესაბამისად.

კონკურსში მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებ(ები)ა უნდა წარმოადგინონ სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-ში  (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) ან  სააგენტოს სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის ტერიტორიული სამმართველოში (მისამართი: ზუგდიდი, აღმაშენებლის 106) დალუქული კონვერტით.

საკონკურსო  წინადადების  მიღება იწყება – 2020  წლის  10  ნოემბერს  და   მთავრდება – 2020   წლის  24  ნოემბერს  18.00  საათზე.

საკონტაქტო პირი: 

 მაიკო მიქაია

 ტელ.: 599 03 54 34.

ელ.ფოსტა: m.mikaia@idp.gov.ge