დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

კონკურსი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე

კონკურსი დევნილთა განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე

2020 წლის  წლის 4 დეკემბერს  გამოცხადდა კონკურსი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართე)ის შესყიდვის მიზნით, მენაშენეებისგან ქ. თბილისში განთავსებული საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და წარმოადგინოს საკონკურსო წინადადება  საკონკურსო პირობების შესაბამისად.

კონკურსში მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ სსიპ ,,დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-ში  (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა)  დალუქული კონვერტით.

საკონკურსო  წინადადების  მიღება იწყება  –   2020  წლის  4 დეკემბერს  და   მთავრდება  –    2020   წლის  14 დეკემბერს  18.00  საათზე.

საკონტაქტო პირი: 

მაიკო მიქაია

ტელ.: 599 03 54 34.