დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,  დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ,  რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადების მიღების მეოთხე ეტაპზე, აპლიკაცია 49 დევნილმა ოჯახმა შეავსო.  მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.

წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში,  200-ზე მეტი  სახლი აშენდება.