დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ვეტერანების ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ვეტერანების ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი, ჯამში 300-მდე ოჯახმა შეავსო. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,  მათთვის  მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან  ვეტერანთა ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა.

მონიტორინგის ჯგუფები  დევნილი ვეტერანების ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.