დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა სააგენტომ  ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში  განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

ქუთაისში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 7 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
  • გორი სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.

16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.