დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში  ბინას 420  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით,  წყალტუბოში  ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში  ფაქტობრივად მცხოვრები  დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.  სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 40 ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ,  გადაეცემათ.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება წყალტუბოს საკრებულოს შენობაში (რუსთაველის ქ.N27) 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან გაიმართება.