დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბათუმში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

ბათუმში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა სააგენტომ  ბათუმში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

ბათუმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
  • გორი სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება,  აჭარასა და გურიის რეგიონში 2021 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.

ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.