დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას   140  დევნილ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს.  მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოში საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე ქვეყნდება.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი და ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი 17 დევნილი  ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები უპირობოდ გადაეცემათ.  

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან  ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში, (ი. აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, 26 აგვისტოს გაიმართება.    

 წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, დამატებით, 420 ოჯახს გადავცემთ.