დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

მარნეულში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

მარნეულში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მარნეულში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა მონიტორინგს დაექვემდებარებიან.

მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და ჯამში, 59 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი, ჯამში, 170-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.