დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  რუსთავში განსახლების მსურველი  დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას  20 მაისის ჩათვლით აგრძელებს.

გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც, განაცხადის გაკეთება  ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

ამასთან,  1-ლი აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით, სააგენტო  რუსთავში განსახლების მოთხოვნით ვეტერანი დევნილებისა და მათი ოჯახების განაცხადების მიღებას იწყებს.

განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლსა და  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მიმდინარეობს.

სააგენტოს უკვე გადმოეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსთავში, სადაც,  უახლოეს მომავალში,  800 დევნილი ოჯახისთვის   განკუთვნილი თანამედროვე  სტანდარტების  საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.