დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

საგრანტო პროგრამა  დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.

 ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. ჯამში, 15 პროექტი  დაფინანსდება. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც  მინიმუმ 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 6 მაისის  ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება  სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
  • ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
  • ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც –  info@idp.gov.ge.