დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქვემო ქართლის რეგიონში განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს მარნეულსა და გარდაბანში ბინები გადაეცემა.

აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

ამასთან, დამატებით 12 ოჯახს განსახლებაზე თანხმობა ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების მქონე ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ თავად მოიძიონ ბინა მარნეულში, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის ან დაელოდონ ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დასრულებას. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, ბინის მოძიების შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 470 დოლარის ეკვივალენტს ლარში.