დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  იძულებით გადაადგილებულ 159 პირს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ხელის ტრაქტორებს, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებსა და მრავალწლიანი კულტურის ნერგებს შეუძენს.

პროგრამის  მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.