დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

გორში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

გორში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები

გორში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

  • ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა;
  • ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6,5 ან მეტი ქულა;
  • ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1,5 ან მეტი ქულა.

მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და ჯამში, 54 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

დევნილ ოჯახებს, რომლებმაც გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადები შეავსეს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე,  წინასწარი ქულა მიენიჭათ.  აღნიშნული ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.