დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 800-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. დევნილები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

„სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახი განსახლდება.